რა ვნახოთ და როგორ გავერთოთ კრაკოვში

პოლონეთის სამეფო დედაქალაქი კრაკოვი ცენტრალური ევროპის უძველესი და მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქია, რომელსაც მისაღები ფასები, კულტურული მრავალფეროვნება და საინტერესო ლოკაციები გამოარჩევს. 

krakow-ის სურათის შედეგი

ცოტა რამ კრაკოვის დაგეგმარების შესახებ

კრაკოვი 18 ნაწილად იყოფა. პირველი რაიონი ყველაზე ტურისტული და გადატვირთულია, რადგან თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა აქ არის თავმოყრილი. დანარჩენი 17 რაიონი კი ძირითადად ახალმშენებლობებს, რელიგიურ ძეგლებს და პარკებს წარმოადგენს.

krakow-ის სურათის შედეგი

რა ადგილებს ვესტუმროთ?

საინტერესო ფაქტია, რომ კრაკოვის მთელი ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

პირველ რიგში, გაიარეთ მარშრუტი „სამეფო გზა“. ეს გზა  ქალაქის მთავარ სანახაობებს მიუყვება. ასევე, აუცილებლად ნახეთ წმ. მარის (მარიამის) ბაზილიკა, რომელიც კრაკოვის მთავარ მოედანზე მდებარეობს. ტაძრის ინტერიერი აუცილებლად აღგაფრთოვანებთ.

krakow-ის სურათის შედეგი

ეწვიეთ  ვაველის სასახლეს. სასახლე მთაზე მდებარეობს და ქალაქის ნებისმიერი კუთხიდან კარგად ჩანს. ვაველის სასახლე ძველად  სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა, ახლა კი ტურისტების საყვარელი ადგილია. 

გართობა

კრაკოვი სტუდენტური ქალაქია და, შესაბამისად, ბევრი ახალგაზრდული გასართობი ადგილის ნახვა შეიძლება. ქალაქში ხშირად იმართება საკმაოდ მაშტაბური, საერთაშორისო არტისტების კონცერტები. 

ისე კი, ბევრი სტუდენტური კლუბი და ბარი არსებობს, სადაც მშვენიერ დროს გაატარებთ. 

საჩუქრები, ბაზარი

Rynek Główny (რინეკ გლუვნი) – ბაზრის მოედანია, სადაც ძირითადად სიძვირეა, თუმცა კი აქ ყველა ტიპის საჩუქრის შერჩევას შეძლებთ. ზოგადად კი, ძველი ქალაქი ის ადგილია, სადაც კრაკოვის სუვენირების შესაძენად უნდა ეწვიოთ. 

ამასთანავე, კრაკოვში საკმაოდ განვითარებულია პატარ-პატარა ბაზრები. ხილი, ბოსტნეული და სხვადასხვა ტიპის პროდუქცია შეგიძლიათ სწორედ ასეთ პატარა ბაზარში, საკმაოდ მისაღებ ფასად შეიძინოთ.