ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭდრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტში გამართულ ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. 

გაფრინდაშვილმა 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა და 8.5 ქულით გაიმარჯვა.

ნონა გაფრინდაშვილი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოჭადრაკეა, რომელმაც ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დღეს მეშვიდედ  მოიპოვა.