ქალი კომპოზიტორი 150-წლიანი ისტორიის ვენის ოპერაში პირველად დადგამს წარმოდგენას

ოლგა ნოივირტი იქნება პირველი ქალი, რომელიც 150-წლიანი ისტორიის მქონე ვენის ოპერაში წარმოდგენას დადგამს.

“ძალიან მინდა, ეს ძველმოდური და საოცარი ადგილი შევაზანზარო”, – ამბობს 51 წლის ავსტრიელი კომპოზიტორი. 

ნოივირტი ვირჯინია ვულფის საკულტო რომანის, ორლანდოს საოპერო ვერსიას შესთავაზებს მაყურებლებს. 

ორლანდო 1928 წელს გამოქვეყნდა და ინგლისურ ლიტერატურაში პირველ ნაწარმოებად ითვლება, რომელშიც ტრანსგენდერობის ფენომენი ღიად და თამამადაა აღწერილი.