გამთენიისას სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით აქცია დაშალა

დღეს გამთენიისას, დილის 05:00 საათზე სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით აქცია დაშალა.

სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დეპუტატებს პარლამენტში შესასვლელი გზა გაუთავისუფლა, თუმცა ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ პლენარულ სხდომას დაესწრონ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 ნოემბერს აქციის დაშლისას 28 პირი დააკავეს. მათივე თქმით, სამმა პირმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

გასული 12 საათის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდა და ართმევდა შეშას და რკინის კასრებს, რომლითაც მათ ღამით გათბობა სურდათ. 

ეს პირველი შემთრხვევა არაა, როცა ბოლო 10 დღის განმავლობაში პოლიციამ აქცია დაშალა.