გიორგი კეკელიძე: აქ და ახლა, სათქმელად ადვილია – “არა გენდერულ ძალადობას!”

გიორგი კეკელიძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი

 
ცხადია, აქ და ახლა, სათქმელად ადვილია – “არა გენდერულ ძალადობას!”
ყოველ მეორე გამვლელს, თუ ყოველს არა, რომ ჰკითხო – იოლად გიპასუხებთ იგივეს. მაგრამ სიტყვა და განცდა ერთია? ანაც საქმე? აგერ გუშინ, ბავშვობისას, შეიძლება მეც მეგონა, რომ ქალის საფეხური დაბლაა. ჰოდა, მიხაროდა – კაცი ვიყავი – რადგან ყველაფერი ამას მკარნახობდა, საითაც გავიხედავდი. აგერ მოცვეთილი ფრაზები ოჯახიდან,  ქუჩიდან და წიგნიდან –  “ქალმა უნდა იცოდეს პარიადკა და ქუხნა”, “კაბიანს აზრი კითხე?”, “ჰოი, გმადლობთ, ღმერთო, რომ ქალად არ გამაჩინე მე”. შეიძლება, დღესაც მგონია რაღაც და ეს დღეები სწორედ ამ წარმოდგენებთან ბრძოლის შეხსენებად უნდა იქცეს. ამიტომაც მივესალმები და ვბედავ სიტყვის შემატებას. ცხადია, არა მენტორული ტონით და არა უცოდველთა პედესტალიდან.
 
#16days #Orangetheworld #Generationequality #UNFPA #WECARE #MENCARE #16DaysOfActivism
 
კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა
მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.