“რომას” პროდიუსერი თბილისის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იქნება

პირველ დეკემბერს თბილისის რიგით მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. 

ფესტივალის ფარგლებში წელს მხოლოდ ეროვნული კონკურსი “ქართული პანორამა” გაიმართება, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული 3 ნომინაციაში გამოვლინდება. 

  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი
  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

“ქართული პანორამა” ტრადიციული სექციაა, სადაც გასული წლის ყველაზე საინტერესო ქართული ფილმების ჩვენება იმართება. პროგრამის მიზანია, ქართველ კინემატოგრაფისტებს ხელი შეუწყოს, ფართო მაყურებლის წინაშე საკუთარი ნამუშევრის წარდგენაში.

სექციას ტრადიციულად გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეო-ინსტიტუტის არსენალის და ბერლინის კინოფესტივალის “ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის” დამფუძნებლები – ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ. ჟიურიში ასევე იქნება ბრიტანული კინოს ინსტიტუტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჰეზერ სტიუარტი, არგენტინელი კინოკრიტიკოსი პაბლო დე ვიტა და ალფონსო კუარონის ოსკაროსანი ფილმის “რომას” პროდიუსერი ნიკოლას სელი. 

კონკურსის ფარგლებში, ჟიურის მოუწევს ნახოს 6 სრულმეტრაჟიანი, 17 მოკლემეტრაჟიანი და 6 დოკუმენტური ფილმი. 

სრულმეტრაჟიანი ფილმები:
  • უარყოფითი რიცხვები – უტა ბერია
  • ჩაისუნთქეამოისუნთქე – დიმიტრი ცინცაძე
  • ღორი – გიგა ლიკლიკაძე
  • კომეტები– თამარ შავგულიძე
  • ბოროტმოქმედი – დიმა მამულია
  • ოქროს ძაფი – ლანა ღოღობერიძე
მოკლემეტრაჟიანი ფილმები:
  • მამული – გიორგი სიხარულიძე
  • ცხოველი – ამირან დოლიძე
  • ტრადიცია – იოსებ ბლიაძე
  • თემო – ლაშა ცქვიტინიძე
  • დასასრულის დასაწყისი – გიორგი ქასრაშვილი
  • აცახცახებული გული – ვაჟიკო ჩაჩხიანი
  • სელფი გაზქურასთან – ირინა ჯავახაძე
  • ხმის კონტროლი – გიორგი სულაძე
  • ვიდრე წავიდოდე – ელენა ცაგარეიშვილი
  • მესამე ზედმეტი ოთარ ბერძენიშვილი
  • კახეთის მატარებელი – ლალი კიკნაველიძე
  • When Money Had Its Body – თამარ მაღრაძე
  • სამაია – ლევან შუბაშვილი
  • უბიუჯეტო ფილმი – ნინა ხატიაშვილი
  • არჩევანი – გიორგი ვარსიმაშვილი
  • მარქსის ქუჩა 12 – ირინა ჟორდანია
  • ხედავ იმასრასაც მე? – ანანო ბაკურაძე
 დოკუმენტური ფილმები:
  • 12 გაკვეთილი – გიორგი მრევლიშვილი
  • მოსავალი – მიშო ანთაძე
  • სანამ მამა დაბრუნდება – მარი გულბიანი
  • სხვა მეზობლები – ნიკა წიკლაური
  • პური და მარილი – სალომე რაზიკაშვილი
  • ღვინის ნულოვანი მერიდიანი – ნანა ჯორჯაძე

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია 7 დეკემბერს გაიმართება.

ამავე თემაზე: