2000-იანების ვარსკვალები და მათი #InstaAccounts

ფერადი თმისამაგრები, შარვალი კარგო, დიდი მრგვალი საყურეები, დაბალწელიანი შარვლები, ბადიანი კეპები – ეს 2000-იანი წლებია. პოპ კულტურის და საშინელი გემოვნების აყვავების ხანა. 

დღეს სამშაბათია და ტრადიციულად გთავაზობთ რუბრიკას Insta Accounts. ამჯერად 2000-იანების ვარსკვალების ინსტაგრამებს დაგათვალიერებინებთ. 

ბრიტნი სპირსი

 

და ვინ, თუ არა ბრიტნი სპირსი! ის 90-იანებისა და 2000-იანების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი იყო, რომელმაც საზოგადოებას თავი სადებიუტო ალბომით …Baby One More Time დაამახსოვრა. 

სინტია ნიქსონი

View this post on Instagram

Thanks Grandmere and Grandpere for coming to visit!

A post shared by Cynthia Nixon (@cynthiaenixon) on

სინტია ნიქსონი, რომელიც ცნობილია იურისტ მირანდა ჰობსის როლისთვის HBO-ს პოპულარულ ტელესერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ 2000-იანების შემდეგაც საკმაოდ აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში. ნიქსონი 2020 წელს ნიუ-იორკში გუბერნატორად იყრიდა კენჭს. ის ასევე საკმაოდ აქტიურად არის ჩართული LGBT აქტივიზმში. 

გვენ სტეფანი

შესაძლოა მისი სახელი ბოლო წლებში აღარ გსმენიათ, თუმცა დარწმუნებულები ვართ, ყველა კარგად იცნობთ ამერიკელ მომღერალს, მსახიობსა და  როკ-ჯგუფ No Doubt-ის ვოკალისტ გვენ სტეფანს. 

ჯესიკა ალბა

ჯესიკა ალბა 2000-იანების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა. თუ წარსულში ის სამსახიობო კარიერას დიდ ყურადღებასა და დროს უთმობდა, ახლა ალბა სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული და ხმამაღლა საუბრობს ქალებისა და ლათინოსების უფლებების შესახებ. 

პერის ჰილტონი

View this post on Instagram

#SummerVibes ??????

A post shared by Paris Hilton (@parishilton) on

ზუსტად ვერ გეტყვით რითია დაკავებული პერის ჰილტონი, თუმცა ფაქტია, მშვენიერ დროს ატარებს და არც პოპულარობას უჩივის.