დაათვალიერეთ გიგო გაბაშვილის აქამდე უცნობი ფოტო-ნამუშევრები

გიგო გაბაშვილს საზოგადოება იცნობს, როგორც  ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელსა და ფერმწერს. ბევრმა არ იცის, რომ გაბაშვილი ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული.

ფერწერაში გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, კალმით. მისი ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია.

ასევე მრავალფეროვანია ის ფოტოსურათები, რომელიც მან შავ-თეთრ ფირზე აღბეჭდა. 

სურათები, მკვეთრი კონტრასტული ფერებითა და შუქჩრდილებით, სახასიათო ქართული სახეებითა და ბუნებრივი სცენებით, იმ დროინდელ ქართულ რეალობას ასახავენ. 

2012 წელს, პირველად შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა გაბაშვილის ფოტოალბომის პრეზენტაცია.

2012 წლის არტ-გამოცემა „გიგო გაბაშვილი“ აერთიანებდა პროექტის ფარგლებში აღმოჩენილ ფოტოებს და ამ ფოტოსურათების მიხედვით მოძიებულ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს.

გიგო გაბაშვილზე, როგორც ფერმწერზე შეიძლება ითქვას, რომ მან ხელი შეუწყო ახალი ქართული მხატვრობის პროფესიული დონის ამაღლებას. ის იყო საქართველოში პირველი, ვინც თანამედროვე ცხოვრებისეული, ეროვნული თემატიკა დაამყარა. სწორედ გაბაშვილმა ჩაუყარა საფუძველი ძირითადი ფერწერული ჟანრების განვითარებას ქართულ მხატვრობაში.

საბოლოოდ, გიგო გაბაშვილმა დიდი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დაუტოვა მსოფლიოს, იქნება ეს მხატვრობა, თუ ფოტოგრაფია.