დათო გორგილაძე: ქართველ კაცებს თუ ჭკუა გვაქვს, ქალებთან “ბრძოლაში” ჩვენი ნებით დავმარცხდებით

დათო გორგილაძე, ტელეწამყვანი, მწერალი
 
 
საქართველოში მცხოვრებ კაცებს ის პრივილეგიები გვაქვს, რომელთა არასამართლიანობაში, გულის სიღრმეში, ალბათ ეჭვი ყველას ეპარება, მაგრამ მათი დათმობა გვიჭირს. ოჯახის უფროსის გვირგვინი, გადაწყვეტილების მიმღების სტატუსი, ბავშვის ტირილის დროს ტელევიზორის მშვიდად ყურების სიამოვნება… რთულია ამ “სიკეთეებთან” განშორება და საპირისპირო სქესთან უფლებრივი გათანაბრება. თუმცა, თუკი ქართველ კაცებს ჭკუა გვაქვს, ქალებთან მიმდინარე ამ წარმოსახვით “ბრძოლაში” ჩვენივე ნებით დავმარცხდებით, რადგანაც ასე ჯობია ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, ოჯახებში ჰარმონიისთვის,  შვილების სწორი და ჯანსაღი განვითარებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთვის – კაცებისთვის. 
 
#16days #Orangetheworld #Generationequality #UNFPA #WECARE #MENCARE #16DaysOfActivism
 
კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.