კინოსტუდიები არალეგალური ფილმების ჩვენებისთვის საქართველოს სანქციებით ემუქრებიან

ამერიკული კინოსტუდიები, მათ შორის “დისნეი”, “ნეტფლიქსი”, “პარამაუნტ პიქჩერზი”, “სონი პიქჩერზი”, “უნივერსალ სითი სტუდიოს” და “ვორნერ ბროს” შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებულ ინტერნეტ საიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო. კინოსტუდიების მიერ კომუნიკაციების კომისიის, საქ.პატენტისა და ინტერეტ მეკობრების წინააღმდეგ შექმნილი ასოციაციაციისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქართული ვებ-გვერდები წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და ასაჯაროვებენ სხვადასხვა სახის კონტენს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის. 

ამასთან დაკავშირებით, დღეს, 29 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” ასოციაცია ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ გამართავს პრესკონფერენციას, რომელსაც გაუძღვებიან ზურა ბეჟაშვილი (ასოციაცია ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ), კოტე ჩლაიძე (ეროვნული კინოცენტრი), დავით ვაშაძე (კინოკლასტერი) გიგა კობალაძე (საავტორო უფლებათა ასოციაცია), ანდრო დგებუაძე (ტელეკომპანია “იმედი”) და გიორგი გაჩეჩილაძე (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი).