ვაკო ქვაჩახია: ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება შენს შვილს აჩუქო, ოჯახთან ერთად გატარებული დროა

ვაკო ქვაჩახია, მარკეტერი, ტელე წამყვანი

მოდი დავიწყოთ ბოდიშით, რადგან, ვერ ვიქნები ორიგინალური და დიდად ჭკვიანურ ამბების მოყოლაც არ შემიძლია, არ ვარ მე ის კაცი. მაქსიმუმ, ჩემი ექვსწლიანი სტაჟის მქონდე მამის გამოცდილება გაგიზიაროთ.  

სამწუხაროდ, ცოტა გვიან, მაგრამ გავიაზრე, რომ ბავშვებს არ უნდა აჩუქო ძვირად ღირებული სათამაშოები. როგორც წესი, ამას საკუთარი თავისთვის უფრო აკეთებ… ამით, ალბათ, ცდილობ  ის დრო დავაკომპენსირო, რომელსაც შვილთან ერთად ვერ ატარებ. ზოგჯერ, შეიძლება სხვებსაც გინდა დაუმტკიცო, რომ კარგი მამა ხარ. 

არადა ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება შენს შვილს აჩუქო, ოჯახთან ერთად გატარებული დროა. ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა ჩაგივარდება, გათიშე ინტერნეტი, შენ შვილთან ერთად დაგეგმე და მოუწყე დედას ზღაპრული დღეები. ეს იქნება ყველაზე კარგი თამაშიც, საჩუქარიც და ცხოვრებისეული გამოცდილებაც, რომელიც ყველაზე კარგად დაამახსოვრდება და გამოადგება მომავალში.

#16days #Orangetheworld #Generationequality #UNFPA #WECARE #MENCARE #16DaysOfActivism

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.