ფარულმა კამერამ სახლიდან გაქცეული ძაღლი ირმებთან ერთად ტყეში გამოიჭირა

კოდა ერთი მხიარული და მეგობრული ძაღლია, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაიკარგა. კოდამ სახლს უკან რამდენიმე დღეში მიაგნო, თუმცა ყველაზე საინტერესო ეს ამბავი მაშინ გახდა, როდესაც კოდას პატრონმა, რიჩელმა გადაწყვიტა სახლის სიახლოვეს არსებული კამერების ჩანაწერები შეემოწმებინა. 

როგორც გაირკვა, კოდა მშვენიერ დროს ატარებდა თავის ახალ მეგობრებთან, ირმებთან ერთად. 

კოდა ტყის მეგობრებთან კარგად დამეგობრდა, არც ირმებს ეშინოდათ მისი. 

როგორც ჩანს, ნამდვილ მეგობრობას წინ ვერაფერი აღუდგება.