გიორგი ყიფიანი: თანასწორობა ყველაზე მნიშვნელოვანი და ღრმა სიტყვაა, რაც კი ოდესმე მსმენია

გიორგი ყიფიანი, საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” დირექტორი

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ბევრი გოგო არ თამაშობს ფეხბურთს, რადგან  ერთ დროს გადაწყდა, რომ ფეხბურთის თამაში მხოლოდ ბიჭების საქმეა. 

თანასწორობა ყველაზე მნიშვნელოვანი და ღრმა სიტყვაა, რაც კი ოდესმე მსმენია. ვთვლი, რომ ჩვენ ყველა მოქალაქე ვალდებულნი ვართ, ავამაღლოთ ცნობადობა და ხელი შევუწყოთ ყველა მსგავს წამოწყებას, სურვილს და ლტოლვას რომელიც მოზარდ გოგოებში არსებობს. ეს მათი უფლებაა. 

მიხარია, რომ საფეხბურთო ოჯახის წევრი ვარ, ვინაიდან ამ სფეროს აქვს ძლიერი უნარი გააერთიანოს ყველა წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, ორიენტაციისა თუ შეხედულების მქონე ადამიანი ერთ დიდ სივრცეში…

#16days #Orangetheworld #Generationequality #UNFPA #WECARE #MENCARE #16DaysOfActivism

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.