დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურში ანანო ბაკურაძის სადებიუტო ფილმის “ხედავ იმას, რასაც მე?” პრემიერა შედგება.
ექსპერიმენტული 5-წუთიანი ფილმი რეალურ ისტორიას ეფუძნება და ავტორის ჩანაწერებზეა აგებული.
ფილმი ფირზეა გადაღებულია და ამბავს ფოტოებით ყვება. ფოტოები რომელსაც კინოსურათში შეხვდებით ანანოს და მის გარდაცვლილ შეყვარებულს ეკუთვნის.
“ფოტოების გადასაღებად პარიზში 2 თვე გავატარე. ეს იქნება 3-სერიანი ფილმის პირველი ნაწილი”, – ამბობს რეჟისორი.
ანანო ბაკურაძე ჟურნალ თორმეტთან ამბობს, რომ “ხედავ იმას, რასაც მე?” მისი მომავალი სრულმეტრაჟიანი ფილმის წინასიტყვაობა.
ფილმის მონტაჟზე ანა მესხიშვილმა იმუშავა, პროდიუსერები კი ეკატერინე ქადაგიშვილი და ნინო სულხანიშვილი არიან.