ელნურ ალიევი: ნაადრევი ქორწინება არც ტრადიციაა, არც კულტურა — ეს მძიმე დაავადებაა

ელნურ ალიევი, აქტივისტი, მასწავლებელი

 

#სალამ,

ნაადრევი ქორწინება არც ტრადიციაა, არც კულტურა. ეს მძიმე დაავადებაა, სენია, რომლის წამალი და მკურნალობა განათლება გახლავთ. საქართველოში ამ სენის ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, ამიტომ, მკურნალობაც შესაბამისად, უფრო ძლიერი გვჭირდება. სჯობს, ვასწავლოთ შვილებს წიგნის კითხვა და მივცეთ კარგი განათლება. მგონია, რომ სიყვარულს საპირისპირო სქესის მიმართ თავად მიაგნებს მაშინ, როცა ზრდასრული იქნება. 

#16days #Orangetheworld #Generationequality #UNFPA #WECARE #MENCARE #16DaysOfActivism

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.