ამიერიდან Facebook-ზე ატვირთული სურათების ტრანსფერს Google Photos-ზე შეძლებთ

თუ Facebook-ის გაუქმებას ფიქრობთ, მაგრამ თქვენ მიერ გაზიარებული კონტენტის დაკარგვა არ გინდათ, სოციალურ ქსელს თქვენთვის სასიხარულო სიახლე აქვს: დღეიდან Facebook-ზე ატვირთული ფოტოების ტრანსფერს Google Photos-ზე შეძლებთ.

ამ უახლესი ფუნქციის საშუალებით სოციალურ ქსელში ფოტოსა თუ ვიდეოს გაზიარებისას, ავტომატურად მოხდება მისი ტრანსფერი Google Photos-ზე.

აღნიშნული ფუნქცია 2020 წლის პირველი ნახევრიდან მთელი მსოფლიოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.