ბახვა ბრეგვაძე: მოძალადე კაცების დასაყრდენი ჩვენი გულგრილობა და არაინფორმირებულობაა

ბახვა ბრეგვაძე, ტელეწამყვანი, მსახიობი
 

შემდეგი ჩემი დაა? დედაჩემი? ჩემი შვილი? ჩემი შვილების დედა ? ეს ის შეკითხვებია, რომელიც ჩვენში გულგრილობას დაამარცხებს… გულგრილობას, რომელსაც ქალების მიმართ ძალადობის შესახებ ფაქტების მოსმენის თუ წაკითხვის შემდეგ განვიცდით ან ვავლენთ… დიახ, მოძალადე კაცების დასაყრდენი სწორედ ჩვენი გულგრილობა და არაინფორმირებულობაა…  ქალზე ძალადობა, ხშირად არა ინდივიდუალური ფანტაზიის ნაყოფი, არამედ იმ კულტურული ცნობიერების თუ სტიგმების შედეგია, რომელშიც მოძალადე იზრდება და ყალიბდება.  მჯერა, ძალიან მალე, სულ ყველა გააცნობიერებს რომ  მოძალადე კაცი, “მაგარი” კაცი არ არის… პირიქით… მჯერა, გონებაგახსნილი, პროგრესული და თავისუფალი ახალი თაობა,  ჩვენზე ეფექტურად, ჩვენზე მარტივად და ჩვენზე სწრაფად გადაჭრის ამ პრობლემასაც. არ გჯერათ? მე კი..  ბევრი რამ რაც აქამდე შეუძლებელი ჩანდა, კულტურული ცნობიერების შეცვლის შემდეგ ბუნებრივი გახდა…

#16days #Orangetheworld #Generationequality #UNFPA #WECARE #MENCARE #16DaysOfActivism

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.