მიშა ავსაჯანიშვილის TOP 12 კერძი

დღეს რუბრიკა TOP 12-ის სტუმარი შეფ-მზარეული მიშა ავსაჯანიშვილია და ჩვენს მკითხველს თავისი 12 ყველაზე საყვარელი კერძის შესახებ მოუყვება. 

1. ფაი ფლოიტერ 


მხოლოდ ჩვენ არ გვაქ ისეთი წვნიანები, რომლებიც ნაბახუსევზე გვშველის, როგორებიცაა: ჩიხირთმა, ხაში, თათარიახნი… ავსტრიაში აქვთ მწვანე ბარდის წვნიანი რომელშიც “ჩაძირულია” ხორცის ღვეზელი, ზემოდან კი პომიდვრის ცხარე სოუსს ასხამენ.

2. მოლე


სოუსი მოლე ითვლება ყველაზე გემრიელ სოუსად მსოფლიოში, რადგან იგი მზადდება ასზე მეტი ინგრედიენტისგან და ძალიან დიდი პროცესებს გადის მანამ, სანამ მზადება დასრულდება.

3. მასსამან ქარი

ტაილანდური სამზარეულოს სიამაყე, ფრინველი ან ხორცი ჩაშუშული ბოსტნეულთან ერთად, ქოქოსის რძეში და ემატება მასსამან ქარის პასტაში.

4. პაელია


მიდიების, კრევეტების და სხვადასხვა ზღვის პროდუქტებისგან შემდგარი კერძი, თეთრი ბრინჯით, ლაიმით, შაფრანით და სანელებლებით ნამდვილი სავიზიტო ბარათია ესპანური გასტეონომიის.

5. პაშტელ დე ნატა


ტარტი კვერცხის გულის მოხარშული კრემით, ლეგენდის მიხედვით ბერები კვერცხის ცილით ამუშავებდნენ სარიტუალო სამოსს და მორჩენილი კვერცხის გულებით სხვადასხვა კერძებს იგონებდნენ. ამიტომ, ამ კერძს მეორენაირად ცოდვამდე გემრიელი ღვეზელი ჰქვია.

6. იხვი პეკინურად


იხვი პეკინურად ითვლება ჩინეთში ერთ-ერთ საკულტო კერძად, რომლის მომზადებაც განსაკუთრებულია და დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. გარნირად ჩინეთში აყოლებელ მწვანე ხახვს, კიტრს, ლობიოს ტკბილ სოუსს და თხელ ლავაშს.

7. დიმ სამი


ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელ კერძად შეიძლება ჩავთვალოთ დიმ სამები, რომლოს ცომიც მზადდება ბრინჯის ფქვილისგან, შიგთავსის ვარიაციები კი ძალიან ბევრია – ხორცით,ზღვის პროდუქტებითა და ბოსტნეულით. დიმ სამები მზადდება ორთქლზე, რაც განსაკუთრებულ სტრუქტურას ქმნის ბამბუკის სპეციალურ ორთქლზე სახარშ ჭურჭელში.

8. ვიშისუაზი


ფრანგული ხახვის წვნიანი უმრავლესობა ჩვენთაგანისთვის ცნობილია, მაგრამ წვნიანი ვიშისუაზი შედგება რამდენიმე სახეობის ხახვისგან,ვრომელსაც ემატება ნაღები, ყველი და ითქვიფება მუსის სტრუქტურამდე. ეს წვნიანი უნდა მივირთვად ცივ მდგომარეობაში ქეშიუსთან ერთად.

9. ბუიაბესი 

ამ კერძს ამზადებედნენ მეთევზეები მარსელიდან, რომლებსაც ბევრნაირი თევზი რჩებოდათ დღია ბოლოს გაუყიდავი. სწორედ ამიტომ, რომ არ გადაეყარათ ხარშავდნენ და ამატებდნენ სხვადასხვა ინგრედინტებს, შაფრანს, პომიდორს, ნიორს და სხვადასხვა მცენარეებს… დღეს კი ეს კერძი ფრანგული გასტეონომიის განუყიფელი და საამაყო ნაწილია!

10. პანჩოსი

თუ მოხვდით მექსიკაში და არ ჭამეთ პანჩოსი, ჩათვალეთ რომ თქვენი მოგზაურობა არასრულყოფილია. შეფიცხული თხელი სიმინდის ლავაშის ნაჭერი ტუნათი, სატაცურით, სოკოთი და სხვადასხვა ზღვისპროდუქრებითა და სოუსებით აუცილებელი დასაგემოვნებელია წითელ ღვინოსთან ერთად.

11. ფეიჯოადა

ბრაზილიაში აღმოაჩენთ ლობიოს რომელიც რაჭულად მომზადებულს მოგაგონებსთ… შავი ლობიო მოხარშული შემწვარ ღორის ხორცთან და გამომშრალ საქონლის ხორცთან ერთად შენელებულია სხვადასხვა სანელებლებით, მივირთმევენ ფორთოხლთან ერთად.რაც ეხმარება ორგანიზმს მარტივად მონელებაში.

12. ქარივორსთი

მიუხედავად იმისა, რომ ქარივორსთი არის გერმალური სთრითფუდის კერძი, ის ყველაზე ცნობილი კერძია რადგან გერმანია ცნობილია თავისი ხორც-პროდუქტების ძალიან ბევრი სახეობის წარმოებით ოდითგანვე. სოსისს მოჰყვება ქარის ცხარე სოუსი და კარტოფილი… ამ კერძის კლასიკური გემო თუ გვინდა გავიგოთ, აცილებლად უნდა მივირთვად კონკრეტულად ნიურბერგული სოსისით.