გაგა აბაშიძე: შვილის აღზრდისას მთავარია, გააცნობიერონ თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა

გაგა აბაშიძე, მომღერალი, ტელეწამყვანი
 
 

ბავშვობიდან მოსვენებას არ მაძლევს ღირსეული მამობისა და შვილის აღზრდაში სწორი და ზომიერი ჩართულობის შესახებ ფიქრი. დღესაც კი, როდესაც ჩემი უკვე 7 წლის ნატალიკო ხვალ ძამიკოს მოვლინებას ელოდება. თითქოს ახლა  გაორმაგებულ პასუხოსმგებლობას გრძნობ. ალბათ, იმიტომ, რომ მეც გავიზარდე. 

ცხადია, შვილის აღზრდისთვის აქსიომატური წესები არ არსებობს, თუმცა, ვიცი, არსებობს ერთი ჭეშმარიტება – სურვილი, რომ მათ იცხოვრონ ისე როგორც თავად გადაწყვეტენ. მთავარია, სრულფსოვნად გააცნობიერონ თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა, როგორც ცნობიერების ქვაკუთხედი.

#16days #Orangetheworld #Generationequality #UNFPA #WECARE #MENCARE #16DaysOfActivism

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.