მაურიციო კატელანის კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანის არტ-ინსტალაცია სახელოვნებო აუქციონზე 150 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.
ნამუშევარს “კომიკოსი“ ჰქვია. ამ დრომდე არტ-ინსტალაციის 3 ვერსია არსებობდა. ორი მათგანი უკვე გაყიდულია, მესამე კი ახლა გაიყიდა – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც გამოცემა CNN წერს, გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ არ არსებობს ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცეს მყიდველი იმ შემთხვევაში, თუ ბანანი დალპება.