ლუკა ნაჭყებია: მოძალადეს ეშინია ყველაფრის – ემოციების, განვითარების, საკუთარი სისუსტის

ლუკა ნაჭყებია, შეფი
 
 

ძალადობას არ აქვს გამართლება. ძალადობა ნიშანია იმის თუ, რაოდენ უუნაროა მოძალადე ადამიანი იპოვოს რაციონალური გამოსავალი კონკრეტული სიტუაციიდან. როდესაც ძალადობა ვრცელდება ოჯახის ფარგლებში და უშუალოდ პარტნიორზე, ეს არა მხოლოდ უუნარობის და ემოციური სისუსტის ნიშანია, არამედ შიშის სიმბოლოა. მოძალადეს ეშინია ყველაფრის – ეშინია პასუხის, ემოციების, განვითარების, ეშინია საკუთარი სისუსტის, ეშინია ძალის დაკარგვის… იმ ძალის, რომელიც სინამდვილეში ფიქტიურია. 

#16days #Orangetheworld #Generationequality #UNFPA #WECARE #MENCARE #16DaysOfActivism

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.