2019 წელს ბულგარეთში, ქ. სოფიაში, 13-18 სექტემბერს ევროკონკურსი გაიმართა, სადაც პროექტმა „ახალი ბიოდეგრადირებადი პოლიმერი ფარმაცევტული გამოყენებისთვის“ მე-12 კლასის მოსწავლეების ნია გოგოხიას და საბა გოგიჩაიშვილის თანაავტორობით მოიპოვა მეორე ძირითადი ადგილი.
საქართველოდან, ადგილობრივი ჟიურის გადაწყვეტილებით ევროკონკურსზე 3 პროექტი ნომინირდა:
- „ახალი ბიოდეგრადირებადი პოლიმერი ფარმაცევტული გამოყენებისთვის“ (ნია გოგოხია, საბა გოგიჩაიშვილი),
- „დისტანციური დიაგნოსტიკა“ (ნინო ბულბულაშვილი, მარიამ ბარიაშვილი),
- „ტრიბოელექტრული ფარდა“ (მარიამ გურჯიევი, დავით ბერულავა).
ევროკავშირის კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის ყოველწლიურად ტარდება სექტემბრის თვეში 1989 წლიდან ევროკავშირში შემავალ ერთ-ერთ ქვეყანაში. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერთა თანამშრომლობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში.
ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უფროსი კლასების მოზარდებს და უმაღლესი სასწავლებლების მხოლოდ პირველკურსელ სტუდენტებს (14-დან 20 წლამდე) მთელი საქართველოდან სამენიცნიერო პროექტებით შემდეგ დარგებში:
- ფიზიკა,
- მათემატიკა,
- ქიმია,
- ბიოლოგია,
- მედიცინა,
- გეოლოგია,
- ეკოლოგია,
- საინჟინრო, საინფორმაციოტექნოლოგიები,
- სოციალური დარგები,
- ეკონომიკური მეცნიერებები.