11 დეკემბერს დავით კაკაბაძის არქივის გამოფენა გაიმართება

11 დეკემბერს, რუსთაველის 18-ში საშუალება გექნებათ გაეცნოთ დავით კაკაბაძის, როგორც მხატვრის, ფიზიკოსის, ხელოვნების კრიტიკოსისა და მკვლევარის არქივს. 

ჩანახატები, კოლაჟები, ავტორის სამეცნიერო ექსპერიმენტები, ფოტოები და საავტორო დოკუმენტები – გამოფენაზე მხატვრის ოჯახში დაცული მასალა სრულად იქნება წარმოდგენილი. 

Image may contain: outdoor

ოჯახის არქივთან ერთად, დავით კაკაბაძის შემოქმედების ციფრული არქივის პრეზენტაცია და ქეთევან კინწურაშვილის ლექცია გაიმართება.

“ახალი ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პლატფორმა – #BAZA თიბისის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანი თანამედროვე ხელოვნების, მეცნიერებისა და კვლევის მიმართულებით ცოდნის გაზიარებაა. ეს არის სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში ჩართულ არაერთ შემოქმედს, მკვლევარს, სტუდენტს თუ უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანს.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.