Apple რუკაზე ყირიმის რუსეთის ტერიტორიად მითითების საკითხს თავიდან განიხილავს

სულ რამდენიმე დღის წინ კომპანია „ეფლი“ რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა და რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მიუთითა. „ეფლის“ ცვლილებას კიევში მწვავე კრიტიკით შეხვდნენ. “Apple-ს უკრაინის ტკივილი არ ადარდებს”, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნულ ფაქტს.

apple crimea-ის სურათის შედეგი

დღეს კი, როგორც კომპანია Apple-ის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა მომხმარებელი სისტემაში რუსეთის ტერიტორიიდან შედის. რადგან კომპანია მსოფლიო დემოკრატიულმა საზოგადოებამ ძალიან მწვავედ გააკრიტიკა, უახლოეს მომავალში APPLE აპლიკაციებისათვის სადავო საზღვრების საკითხს სიღრმისეულად განიხილავს.