თინეიჯერი / არასრულწლოვანი მომხმარებლების დაცვის მიზნით Instagram მომხმარებლებს დაბადების თარიღის მითითებას მოსთხოვს.
ახალი ფუნქცია Instagram-ს დაეხმარება, რომ უფროსებზე გათვლილი რეკლამები, მაგალითად თამაშები, ალკოჰოლი და ა.შ. არ გამოჩნდეს არასრულწლოვნებთან და ზოგადად სხვა, შეუსაბამო ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებთან.
ასევე, იმისთვის რომ ინსტაგრამზე საკუთარი ანგარიში გახსნათ, 13 წლის მაინც უნდა იყოთ.