გიორგი ისაკაძე: მეიმედება, რომ ჩვენი შვილები იქნებიან უკეთესები, ვიდრე ვართ ჩვენ

გიორგი ისაკაძე, ტელეწამყვანი
 
 

შვილებისთვის მსურს საუკეთესო მაგალითები ცხოვრებისგან, რომელიც დაიცალა მისაბაძი პერსონაჟებისაგან.  ოჯახში ვცდილობთ საკუთარი მძიმე რუტინაც მათ დღის წესრიგს მოვარგოთ. კომფორტი იმისა, რომ მშობლების ადგილს მათთან ურთიერთობაში ვინმე უკეთ შეავსებს, აზრს მოკლებულია და უშანსოა. მთავარია, მოახერხო და ისე ააწყო, რომ ყველა და ნებისმიერი წამი, წუთი, საათი, დღე ამ ურთიერთობით პირადად შეავსო.

დღეს უფროსი მამაკო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა და მასთან ერთად სკოლაშიც დავბრუნდი, დავუბრუნდი გაკვეთილების მომზადებას. ისიც აღმოვაჩინე, რომ არათუ ვიმეორებ სამ ათეულზე მეტი წლის წინ ნასწავლს, არამედ სრულიად ახალს ვეცნობი. ჩემი ოჯახისთვის შვილებზე გამოწვევაა, რათა მათ დამოუკიდებელი აზროვნებისა და მოქმედების უნარები ჩამოუყალიბდეთ. ვაკვირდები და ვსწავლობ ჩემი მეგობრებისგანაც, რომელთაც საამაყო და სამაგალითო შვილები ჰყავთ. 

მეიმედება, რომ ჩვენი შვილები იქნებიან უკეთესები, ვიდრე ვართ ჩვენ – უკეთესი მოქალაქეებიცა და ადამიანებიც.

#16days #Orangetheworld #Generationequality #UNFPA #WECARE #MENCARE #16DaysOfActivism

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.