გაგა დარსალია: ბავშვებისთვის ორივე მშობელთან დროის ხარისხიანად გატარება მნიშვნელოვანია

გაგა დარსალია, მარკეტერი

ყოველდღიურობაში დროის დეფიციტს მწვავედ განვიცდით. ყველაფერში უმოკლესი გზების პოვნას ვცდილობთ. თუმცა, არსებობს უბრალო, გულწფელი და უპირობო ადამიანური ურთიერთობები, სადაც მოკლე გზები არ არსებობს. 

ჩემთვის შვილთან ურთიერთობა სწორედ ამას ნიშნავს – რომ ერთად გატარებული ყოველი წამი იყოს ნამდვილი მეგობრობის, როგორც თანატოლებს შორის და არა – როგორც უფროსსა და უმცროსს შორის. შესაბამისად, როცა ერთად ვართ, ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც თანატოლი მეგობრები. 

ჩემთვის, როგორც ახალბედა მამისთვის, მნიშვნელოვანი გამოდგა იმის გაანალიზება, რომ ბავშვებისთვის ორივე მშობელთან დროის ხარისხიანად გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეხმარება მათ, რომ ჩამოუყალიბდეთ საჭირო ნდობა მშობლების მიმართ და იცოდნენ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, მშობლები ყოველთვის მათ გვერდით არიან. ეს აძლევს მათ სამყაროს თავისუფლად, თავდაჯერებულად და შიშის გარეშე შეცნობის საშუალებას.

#16days #Orangetheworld #Generationequality #UNFPA #WECARE #MENCARE #16DaysOfActivism

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.