ვინ არის ქართველი, რომელმაც $120-ათასიანი ბანანი შეჭამა

ერთმა ქართველმა არტისტმა, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში მოღვაწეობს, მაიამის სახელოვნებო აუქციონზე გამოფენილი 120 000 დოლარიანი ბანანი კედლიდან ჩამოხსნა, გაფრცქვნა და შეჭამა.

ეს ქართველი ხელოვანი დევით დათუნაა. ბანანი კი წებოვანი ლენტით იყო მიკრული კედელზე და ის მაურიციო კატელანის არტ ინსტალაციას წარმოადგენდა. ბანანის არტ-ინსტალაცია სახელოვნებო აუქციონზე 120 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. 

საბოლოოდ, გალერეის მფლობელმა ემანუელ ფერტინმა და გალერეის ასისტენტმა დევიდის მიერ შეჭმული ბანანი ჩაანაცვლეს. დათუნა შენობიდან გაიყვანეს, თუმცა სხვა შედეგები მის ქმედებას არ მოჰყოლია, რადგან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არტ ინსტალაციის იდეა სიცოცხლეს განაგრძობს. 

banana david datuna-ის სურათის შედეგი

ვინ არის დევით დათუნა?

დევიდ დათუნა ამჟამად ნიუ იორკში მოღვაწეობს და ძირითადად ქმნის პორტრეტებსა და დროშებს ასობით სათვალისგან. როგორც თავად ამბობს, სათვალე იდენტურობის, ილუზიის, აღქმის, ფრაგმენტაციისა და გაერთიანების სიმბოლური გამოხატულებაა.

რამდენიმე წლის წინ დევიდმა საქართველოშიც გამოფინა საკუთარი ნამუშევრები. პროექტი სახელწოდებით “საქართველო-მილიონების იმედი” უნიკალური საავტორო სტილით შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებდა, რომლებშიც ასახული იყო საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები. ნამუშევრის ზედაპირი დაფარული იყო ოპტიკური ლინზებით. დევიდის თქმით, ოპტიკური ლინზები ასახავდა ადამიანთა განსხვავებულ ხედვასა და დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ.

david datuna-ის სურათის შედეგი

დათუნა პორტრეტებისა და დროშების გარდა სხვა სპეციალურ პროექტებზეც მუშაობს: THIS TOO SHALL PASS, MAKE AMERICA STRONGER TOGETHER, CLONING ETERNITY და სხვ.

მისი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.