კახა კინწურაშვილი: უფლება არ გვაქვს გავჩუმდეთ და უამრავი ადამიანი ტანჯვისთვის გავწიროთ

კახა კინწურაშვილი, ტელეწამყვანი, მსახიობი

მოძალადე მამა, ქმარი, ძმა,შვილი… ეს ის ადამიანები არიან ვინც საკუთარი თავის რწმენა და ღირსება დაკარგეს. სამწუხაროდ, ჩემს გარშემო ბევრი ასეთი კაცი მინახავს. ხშირად არაერთგვაროვანი რეაქცია მქონდა მათი შემხედვარე, აგრესიაზე აგრესიითვე მიპასუხია, რასაც მთლიანობაში შედეგი არ მოაქვს. უფლება არ გვაქვს გავჩუმდეთ, ამ მძიმე დანაშაულზე თვალი დავხუჭოთ და არ ვამხილოთ, იმიტომ, რომ შეიძლება უამრავი ადამიანი დაუსრულებელი ტანჯვისთვის გავწიროთ

#16days #Orangetheworld #Generationequality #UNFPA #WECARE #MENCARE #16DaysOfActivism

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.