პრემია იკა ახალგაზრდა არტისტების, ხელოვანი ადამიანების და მათი შემოქმედების აღიარების პრემია.
IKA AWARD ეს არის ახალი აღმოჩენების და მათთვის მადლობის გამოხატვის საშუალება.
პრემიის სლოგანია – შენი შემოქმედება მნიშვნელოვანია / YOUR ART MATTERS
ჟურნალი თორმეტი დღეს პრემია იკას ატაშეებიდან ერთ-ერთ წარმოგიდგენთ.
გიორგი GAMEZარდაშვილი – კულტურის ატაშე ნომინაციაში –კედლის მხატვრობა
გიორგი GAMEZარდაშვილი მხატვარ–გრაფიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ვიზუალური ART-ის უმრავალმხრივეს მიმართულებათა მოტრფიალე.
“კაი სიტყვის” მთქმელი/დამხატავი, როგორც ქუჩაში, კედლებზე, ასევე წიგნის ან სხვა ბეჭდური თუ ონლაინმედიის “ფურცლებზე” – ილუსტრაციებში, კომიქსებში, კარიკატურულ თუ ანიმაციურ სტილებში..
რატომ არის პრემია იკა თქვენთვის მნიშვნელოვანი/ როგორ შეაფასებდით პრემია იკას?
“იკა” – თავისი შექმნის იდეით ნიშნავს, რომ ხელოვნების ენერგია არის უწყვეტი და ბუნებრივი, რომელშიც შეიძლება კონდიციები და ფორმები იცვლებოდეს, მაგრამ აზრი არასდროს იკა–რგებოდეს..
რას ნიშნავს თქვენთვის იყო პრემიის კულტურის ატაშე?
წვლილის შეტანა შემოქმედებითი მუხტის გამრავალფეროვნებაში, სასიხარულო, ზოგჯერ საამაყოც – მოვლენაა.
რატომ არის მნიშვნელოვანი თანამედროვე კულტურული პრემიის არსებობა დღეს საქართველოში?
ხელოვნებისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიახლე, აქტივობა, პროცესი, ექსპერიმენტი. „პრემია იკა“ ერთ–ერთია რომელიც ორგანულად ერთვის ამ იდეას.
რა გამოწვევების წინაშეა შემოქმედებითი ინდუსტრია დღეს საქართველოში?
მითხარი რა არის შემოქმედებითი ინდუსტრია და გეტყვი რა გამოწვევების წინაშეა ის…
როგორ ფიქრობთ, რაარის პრემია იკას მთავარი გზავნილი?
ხელოვნება შეუზღუდავია.
რა არის ისკრიტერიუმები, რომელთა მიხედთვითაც არჩევთ ნომინანტებს?
ინდივიდუალიზმი, სიახლე, ფანტაზია…
რას ეტყოდით პრემია იკას პოტენციურ კანდიდატებს?
გამარჯობას.
როგორ ხედავთ პრემიის მომავალს?
განწყობა, რომელიც „პრემია იკას“ აქვს, დადებითი და მამოტივირებელია შემოქმედებითი სიახლეებისთვის, სამომავლოდ გაზრდის, მეტი მასშტაბის შეძენის პოტენციალია. გულწრფელი, თავისუფალი უკუკავშირით სამყაროსთან