დანტე — პრემია იკას კულტურის ატაშე, ნომინაციაში – კედლის მხატვრობა


პრემია იკა ახალგაზრდა არტისტების, ხელოვანი ადამიანების და მათი შემოქმედების აღიარების პრემია.

IKA AWARD ეს არის ახალი აღმოჩენების და მათთვის მადლობის გამოხატვის საშუალება.

პრემიის სლოგანია – შენი შემოქმედება მნიშვნელოვანია / YOUR ART MATTERS

ჟურნალი თორმეტი დღეს პრემია იკას ატაშეებიდან ერთ-ერთ წარმოგიდგენთ.
დანტე

დაიბადა 1987 წელს. ხატვა ბავშვობაში, წიგნების ილუსტრაციების გადახატვით დაიწყო. ასევე ხშირად სტუმრობდა თბილისის ზოოპარკს, სადაც ცხოველების ჩანახატებს აკეთებდა.

2004 წელს ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში ეცნობა თეატრის მხატვრობას, რესტავრაციას, ქანდაკებას, კედლის მხატვრობას და სხვადასხვა მიმართულებებში ცდის თავს.

2014 წელს აკეთებს თავის პირველ პერსონალურ გამოფენას: “All that jazz”.

ასევე მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენასა და ფესტივალებში.

2017 წელს იმარჯვებს Young Lion Georgia-ს პრინტის კატეგორიაში.

დღეს Jwt Metro-ს არტ-დირექტორია.

და რა თქმა უნდა, აგრძელებს ხატვას.

რატომ არის პრემია იკა თქვენთვის მნიშვნელოვანი/როგორ შეაფასებდით პრემია იკას?

პრემია იკა ემსახურება ახალი თაობის ხელშეწყობას და განვითარებას ხელოვნების სხვადასხვა დარგში, რაც უმნიშვნელოვანესი საქმეა დღევანდელ საქართველოში.

რას ნიშნავს თქვენთვის იყო პრემიის კულტურის ატაშე?

ამ კეთილი და საპასუხისმგებლო საქმის, ერთერთი დამხმარე მონაწილე, რისთვისაც დიდი მადლობას გიხდით!

რატომ არის მნიშვნელოვანი თანამედროვე კულტურული პრემიის არსებობა დღეს საქართველოში?

მეტ ახალგაზრდას ეძლევა განვითარების და თავის წარმოჩენის საშუალება

როგორ ფიქრობთ, რა არის პრემია იკას მთავარი გზავნილი?

ახალი, აქამდე უცნობი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა, დახმარება და სტიმულის მიცემა მათთვის.

რა არის ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც არჩევთ ნომინანტებს?

საკუთარი საქმისადმი სიყვარული და პატივისცემა, ამის გარეშე  რაიმე ღირებულის შექმნა წარმოუდგენელია.

როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები და როგორ ფიქრობთ რა შეიცვლებოდა მაშინ რომ პრემია იკას გამარჯვებული ყოფილიყავით?

დიდი დრო დამჭირდა იმისათვის რომ ჩემი საყვარელი საქმე მეპოვა, ამ დროში ბევრი პროფესია გამოვიცვალე, იყო ბევრი წარუმატებლობა და იმედგაცრუება, მაგრამ სწორედ ეს არ მაძლევდა გაჩერების საშუალებასმიჭირს იმის თქმა რა შეიცვლებოდა პრემია იკას გამარჯვებული რომ ვყოფილიყავიალბათ ამდენ დროს არ დავკარგავდიძალიან კარგი იქნებოდა ისე

რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო როცა მუშაობთ?

სამყარო სადაც ვცხოვრობთ, მისი ბუნებრივი სახე.

რას ეტყოდით პრემია იკას პოტენციურ კანდიდატებს?

აკეთეთ ის რაც ყველაზე ძალიან გიყვართ

როგორ ხედავთ პრემიის მომავალს?

ალბათ ლოგიკური იქნება ნომინაციების რაოდენობრივად გაზრდა, წელს ეს უკვე მოხდა კედლის მხატვრობის  დამატებით. ალბათ საინტერესო იქნებოდაქანდაკება/ინსტალაციისნომინაცია და კიდევ ბევრი სხვა, რომელსაც მომავალში იმედი მაქ აუცილებლად ვნახავთწარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალგაზრდა არტისტს და რათქმაუნდა პრემია იკას!

 
პრემიის ოფიციალური წარმდგენია – ტერაბანკი