2020 წლის მთავარი ფერი დასახელდა

Pantone-მა 2020 წლის მთავარი ფერი დაასახელა. მომავალი წლის ფერი კლასიკური ლურჯი იქნება. ეს ფერი სიმშვიდესთან და დამაჯერებლობასთან ასოცირდება.

Pantone-ის ვიცე პრეზიდენტმა ლორი პრესმანმა განაცხადა, რომ დიზაინერების შთაგონების წყაროდ მაინც დარჩება თეთრი, შავი და ყავისფერი თუმცა უპირატესობა ლურჯს მიენიჭება. 

“ზღვის ფერი ლურჯი იქნება 2020 წელს დიზაინერების შთაგონების მთავარი წყარო. თუმცა დიზაინერები გამოიყენებენ აქტოურად ყავისფერ ჩრდილებსაც”, – ამბობს ლორი პერსმანი. 

უკვე 20 წელზე მეტია, რაც Pantone წლის ფერს ასახელებს. 1963 წელს ორგანიზაციამ ფერების საკუთარი სისტემა შექმნა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, მაგალითად, ბეჭდვაში, გრაფიკულ დიზაინში და მოდაში.