დღეს სამშაბათია და ტრადიციულად გთავაზობთ საინტერესო Insta Account-ებს. ამჯერად, 7 ყველაზე ცნობილ ქალ ჰიპ-ჰოპ არტისტზე გიამბობთ.
სიის სათავეში, რა თქმა უნდა, მისი ელიოტია – ამერიკელი რეპერი და მომღერალი. მისი ელიოტი პირველი რეპერი ქალია, რომელიც „სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში“ შეიყვანეს.
2016 წელს შოუბიზნესში გამოჩნდა ქარდი ბი. ქარდი ბიმ მოახერხა და დროის მცირე მონაკვეთში დაიპყრო ჩარტები. მან სულ მალე მილიონობით ადამიანს თავის შეაყვარა.
ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი და მოცეკვავე ჯენიფერ ლოპესი საუკეთესო ფორმაშია. სულ მალე ლოპესი და კოლუმბიელი მომღერალი Maluma ერთად რომანტიკულ ფილმში ითამაშებენ.
წელს მერი ჯეი ბლაიჯს BET Awards-ზე სპეციალური ჯილდო რიანამ გადასცა და მას ქალი არტისტების ინსპირაციისთვის მადლობა გადაუხადა. ლეგენდარული შემსრულებელი წლებია პოპულარობას არ კარგავს.
2000-იანების ვარსკვლავი Ciara განსაკუთრებულად პოპულარული, წლების წინ, თავისი სიმღერით like a boy გახდა.
ბიონსეს გარეშე ეს პოსტი, სადაც ქალ ჰიპ-ჰოპ არტისტებზე ვსაუბრობთ, წარმოუდგენელი იქნებოდა. იონსემ თავდაპირველად წარმატება მოიპოვა R&B ქალთა გუნდში Destiny’s Child, რომელიც დღემდე ყველა დროის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ქალთა ჯგუფის ტიტულს ინარჩუნებს.
რიანას არც ტურნე ჩაუტარებია ბოლო დროს და არც ახალ-ახალი სიმღერებით გაუნებივრებივათ, თუმცა, მიუხედევად ამისა, 2019 წელს პოპულარულმა ბარბადოსელმა მომღერალმა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსის სტატუსი მოიპოვა. Forbes-ის ცნობით, რიანამ 600 მილიონი აშშ დოლარით ისეთ შემსრულებლებს გადაასწრო, როგორებიც მადონა, სელინ დიონი და ბიონსე არიან.