დისნეი აპირებს, საკულტო ფილმის Home Alone რიმეიქი გადაიღოს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ცნობილია რიმეიქის სამსახიობო გუნდის სამი წევრიც.
ესენი არიან – არჩი იეიტსი, ელი კემპერი და რობ დელეინი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ფილმში განსხვავებულ ისტორიებსა და პერსონაჟებს შევხვდებით.