ია დარახველიძე — პრემია იკას კულტურის ატაშე, ნომინაციაში – პოსტერი

პრემია იკა ახალგაზრდა არტისტების, ხელოვანი ადამიანების და მათი შემოქმედების აღიარების პრემია.

IKA AWARD ეს არის ახალი აღმოჩენების და მათთვის მადლობის გამოხატვის საშუალება.

პრემიის სლოგანია – შენი შემოქმედება მნიშვნელოვანია / YOUR ART MATTERS

ჟურნალი თორმეტი დღეს პრემია იკას ატაშეებიდან ერთ-ერთ წარმოგიდგენთ.
ია დარახველიძე – კომპანია BRID დამფუძნებელი და არტ დირექტორი.

სანამ კომპანიას გავხსნიდი ვიმუშავე მოწინავე სარეკლამო კომპანიებში. პირველი ჩემი ინდუსტრიასთან შეხება ABK სტუდიადან დაიწყო, ვიმუშავე ასევესარკეში“, შემდეგ SAATCHI&SAATCHI –ში გრაფიკუ დიზაინერად. ყველაზე დიდი გამოცდილება და ცოდნა დავაგროვე Leavingstone – ში სადაც არტ დირექტორად ვმუშაობდი. 2 წლის შემდეგ გადავწყვიტე კომპანია Holmes & Watson – ში გადავსულიყავი, სადაც ასევე არტ დირექტორის პოზიცია მეკავა. წელიწად ნახევრის შემდეგ ჩემი სარეკლამო კომპანია “BRID” გავხსენი.

-რატომ არის პრემია იკა თქვენთვის მნიშვნელოვანი/ როგორ შეაფასებდით პრემია იკას?

ვფიქრობ პრემია იკა ყველასთვის მნიშვნელოვანა, რადგან ყველას თანაბარ შანსს აძლევს იყოს გამორჩეული და დაფასებული თავის სფეროში.

რას ნიშნავს თქვენთვის იყო პრემიის კულტურის ატაშე?

ვფიქრობ საკმაოდ საპასუხისმგებლოა ატაშედ ყოფნა. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს ვინც უნდა იყვნენ სამომავლოდ სიტყვის მთქმელები საკუთარ საქმეში და თავისი საქმის პროფესიონალები

რატომ არის მნიშვნელოვანი თანამედროვე კულტურული პრემიის არსებობა დღეს საქართველოში?

ვფიქრობ მსგავსი კონკურსები მამოტივირებელი იქნება ყველასთვის რომ შექმნან და აკეთონ მხოლოდ ის რაც უყვართ.

რა გამოწვევების წინაშეა შემოქმედებითი ინდუსტრია დღეს საქართველოში? 

გვყავს უამრავი ნიჭიერი ადამიანი რომლების აღმოჩენაც არის საჭირო

როგორ ფიქრობთ, რა არის პრემია იკას მთავარი გზავნილი?

პრემია იკას გზანილია ვფიქრობ რაც შეიძლება მეტი აღმოჩენა გააკეთოს და საზოგადოებას უფრო მეტი გამორჩეული შემოქმედი შეძინოს

რა არის ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც არჩევთ ნომინანტებს?

ხედვა, ხედვა და ხედვა.. 

როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები და როგორ ფიქრობთ რა შეიცვლებოდა მაშინ რომ პრემია იკას გამარჯვებული ყოფილიყავით?

ჩემი პირველი ნაბიჯიც გამარჯვებით დაიწყო ამიტომ თუ ადამიანს მიზანი აქვს რომ იყოს წარმატებული თავის საქმეში, ვფიქრობ შედეგი ყველას ერთი ექნება. ის იქნება წარმატებული !

რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო როცა მუშაობთ?

მუსიკა

რას ეტყოდით პრემია იკას პოტენციურ კანდიდატებს?

ისინი ერთი ნაბიჯით უკვე წინ არიან რომ ყველას გვითხრან თავისი სათქმელი.. უბრალოდ უნდა იმოქმედონ

როგორ ხედავთ პრემიის მომავალს?

ვცფიქრობ პრემია იკა უფრო მაშტაბური უნდა გახდეს. რაც შეიძლება მეტი ნომინაცია და აღმოჩენილი ადამიანები რომლებიც ბიძგს აძლევენ მომავალ თაობას.

პრემიის ოფიცილური წარმდგენია ტერაბანკი