ახალი წელი კარს მოგვადგა. თქვენ კი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის თუ თანამშრომლებისთვის საჩუქრები გაქვთ შესარჩევი.
გთავაზობთ 5 ქართულ მაღაზიას, სადაც არაჩვეულებრივ საახალწლო საჩუქარს იყიდდით:
Dalood Store
მაღაზია დალოოდი, ტანსაცმლის ხაზთან ერთად, აერთიანებს სხვადასხვა არტისტებთან და ბრენდებთან კოლაბორაციით შექმნილ ნივთებს და ნამუშევრებს.
გამორჩეული კი იმით არის, რომ ყოველი ასეთი ნივთი უნიკალურია, აუცილებლად საქართველოშია წარმოებული და საგულდაგულოდ არის შერჩეული შემოქმედებითი გუნდის მიერ.
დარაია
ბრენდი დარაია საქართველოში ამზადებს ტანსაცმელსა და აქსესუარებს.
გაზაფხულია, თუ ზამთარი დარაიაში აუცილებლად იპოვით სასურველ ნივთს, იქნება ეს ჩანთა, საცურაო კოსტუმი, მაისური, პიჯაკი თუ სხვა.
იცოდით, რომ დარაია ქართული სიტყვაა და აბრეშუმის ქსოვილს ნიშნავს?
Mess Ceramics by Irina Salmina
Mess Ceramics შეიქმნა კერამიკის სპეციალისტის, ირინა სალმინას მიერ, რომლის სურვილი იყო ისეთი კერამიკული პროდუქციის შექმნა, რომელიც როგორც ლამაზი, ისე ტექნიკურად ინოვაციურიც იქნებოდა – იგი აერთიანებს კლასიკურ ტექნიკას და მის მიერვე ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგად შემუშავებულ ტექნოლოგიებს.
ეს არის ახალი და განსაკუთრებული ფორმები, რომლებიც როგორც ფუნქციური, ასევე მაღალესთეტიურია – სხვადასხვა სახის ჭიქურის გამოყენებით – რადგან ფილები ხელით მზადდება და თითოეული სრულიად უნიკალურია, მცირედი უზუსტობები კი მათ განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.
Idée fixe
Idée fixe სამი ახალგაზრდა ქართველი ქალის მიერ შექმნილი მინიმალისტური დიზაინის მქონე ფეხსაცმელების ბრენდია.
“ჩვენ სამი გოგონა ვართ თბილისიდან, საქართველოდან და დავიწყეთ ეს პროექტი უმარტივესი იდეით, რომ გვინდოდა ისეთი ფეხსაცმელი შეგვექმნა, რომელსაც თვითონ ჩავიცვამდით.”
ბრენდის ყველა ფეხსაცმელი საქართველოშია დამზადებული. ფეხსაცმელები ნატურალური ტყავით იკერება.
THE SHOP
“ამაყად ვუჭერთ მხარს სახლის დიზაინერებს, მხატვრებსა და ხელოსნებს.” – ვკითხულობთ The Shop-ის About-ში მათ Facebook გვერდზე.
The Shop ახალი კონცეპტუალური მაღაზიაა სასტუმრო “სტამბაში”. ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობით ექსკლუზიურად The Shop-ისთვის ძალიან ბევრი საინტერესო და განსხვავებული ნივთი, თუ ტანსაცმელი იქმნება, ამიტომ ჩვენი რჩევაა ეწვიოთ ამ ადგილს.