TIME-მა წლის ადამიანად ახალგაზრდა ეკოაქტივისტი, 16 წლის შვედი გრეტა თუნბერგი დაასახელა.
თუნბერგმა ამ წოდებისთვის ბრძოლაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი დაამარცხა.
გრეტა თუნბერგმა პოპულარობა 2018 წელს მოიპოვა, როდესაც სტოკჰოლმში პარლამენტთა აქცია-გაფიცვას აწყობდა. მან უარი განაცხადა პარასკეობით სკოლაში ევლო მანამ, სანამ ხელისუფლება კლიმატზე შეთანხმების შესრულებას არ დაიწყებს. წელს შვედი აქტივისტი ნობელის პრემიის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავდნენ.