ვინ ვინ არის? – ინტერნეტ-ტროლების აღმოსაჩენი ქართული პროექტი

ხშირად ხელისუფლება არასწორი ინფორმაციის გასავრცელებლად, ან საზოგადოებაში ცრუ წარმოდგენების შესაქმნელად ბოტებსა და ინტერნეტ-ტროლებს იყენებს. 

No photo description available.

“ტროლი” ინტერნეტ სლენგია, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელიც აქვეყნებს არაადეკვატურ, არასწორ, პროვოკაციულ ინფორმაციას ფორუმზე, ჩატში, სოციალურ ქსელში, ბლოგზე და ა.შ.

სულ ახლახანს შეიქმნა პროექტი vinvinaris.com. აღნიშნული ვებგვერდი ბოტების ამოცნობის ორ მეთოდს იყენებს, ერთი დაფუძნებულია  ენის ნატურალური დამუშავების კომპლექსურ ალგორითმებსა და მანქანური სწავლების (Machine Learning) -ის უახლეს გადაწყვეტების ერთობლიობაზე, რომელსაც უთავსებენ მეორე მეთოდს – საზოგადოების მიერ დარეპორტებული პროფილების მექანიკურ ანალიზს.

პასუხი: ბაზაში ემატება მხოლოდ სამი ტიპის მომხმარებელი:

 
1) ბოტები, ანუ არ არსებული მომხმარებლების პროფილები რომლებიც იმართებიან სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი აქტორების მიერ, პროპაგანდის, მოსახლეობის აზრზე ზემოქმედების ან “ფეიკ ნიუსების” გავრცელების მიზნით. ეს მოხმარებლები აღნიშნულები არიან ბეიჯით [ბოტი] 

2) პარტაქტივი, / სახელმწიფო მოხელე ეს არიან გაცხადებული სახელმწიფო და საჯარო მოხელეები, ადამიანები ვინც ჩვენი გადასახადებიდან იღებენ ანაზღაურებას და მათი ბაზაში მოხვედრის ძირითადი მიზანია მათი მხრიდან საზოგადოების მიმართ მაღალი ანგარიშვალდებულობის სტანდარტების დანერგვა და აღსრულება სამოქალაქო წნეხის მეთოდით. ეს მომხმარებლები  აღნიშნულები არიან ბეიჯით [პარტაქტივი] ან [სახელმწიფო მოხელე]

3) მტრულად განწყობილი ქვეყნის გავლენის აგენტები, ესენი არიან საზოგადობის ის ნაწილი რომლებიც ატარებენ რუსულ ინტერესებს ქვეყანაში, ავრცელებენ პრო-რუსულ პროპაგანდას ან/და დადასტურებულად იღებენ დაფინანსებას რუსული ან რუსეთთან აფილირებული სახელმწიფო და კერძო აქტორებისგან. ეს მომხმარებლები აღნიშნულები არიან ბეიჯით [რუსული გავლენის აგენტი] ან [მეხუთე კოლონა]

Image may contain: 1 person, smiling, text

ამ ყველაფრისგან თავდასაცავად მნიშვნელოვანია, საეჭვო სტატიები და ანგარიშები დავარეპორტოთ.