იტალიაში 22 წლის წინ მოპარული გუსტავ კლიმტის შედევრი იპოვეს

ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის შედევრი “ქალის პორტრეტს”, რომელიც 22 წლის წინ ქალაქ პიაჩენცას ერთ-ერთი გალერეადან მოიპარეს, ამავე გალერეის კედლის რკინის პანელში შემთხვევით მებაღემ მიაგნო.

ამ ეტაპზე ექსპერტები ნახატის ნამდვილობის დასადგენად მუშაობენ.

მებაღემ სუროს წმენდის დროს აღმოაჩინა რკინის პანელი, რომლის გახსნის შემდეგ ჩანთაში დამალული ნახატი იპოვა. 

ნახატის დაკარგვა გალერეაში 1997 წლის 22 თებერვალს შეამჩნიეს.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით ნახატი კედელში 22 წლის განმავლობაში იდო. მძარცველებმა სავარაუდოდ ნაქურდალი იქ შეინახეს, რათა ნაძარცვი მოგვიანებით წაეღოთ, რაც ვეღარ მოახერხეს ქურდობის შემდეგ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შედეგად.

კლიმტის ეს ნახატი 66 მილიონ დოლარად არის შეფასებული.