კრისი ტეიგენი ელენის შოუში ანუკი არეშიძის კაბით მივიდა

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი მოდელი, კრისი ტეიგენი ელენ დეჯენერესის გადაცემას სტუმრობდა. 

მოდელმა სპეციალურად ამ დღისთვის ანუკი არეშიძის დიზაინით შექმნილი კაბა ჩაიცვა. 

ტეიგენთან ერთად შოუს ჯენიფერ ენისტონი, რობერტ დაუნი ჯუნიორი და ჯასტინ ტიმბერლეიკიც სტუმრობდნენ. 

ერთად გადაღებული ფოტო მოდელმა თავის ინსტაგრამეც დადო და ამ ეტაპზე ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება აქვს, მათ შორის თავაად ენისტონის, ჯენიფერ გარნერის და სხვა ვარსკვლავების.