“მუცლის მოშლის რამდენიმე ფაქტმა ბევრი რამ მასწავლა” – ბიონსეს ემოციური ინტერვიუ ELLE-სთან

ბიონსემ ჟურნალ ELLE-ს 2020 წლის იანვრის ნომრისთვის ინტერვიუში დედობაზე, შვილებთან უთიერთობაზე, ტრავმულ გამოცდილებებსა და ახალ ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე ისაუბრა. 

ბიონსეს თქმით, მუცლის მოშლის რამდენიმე ფაქტმა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მისცა და ასწავლა, რომ ჯერ საკუთარი თავის დედა უნდა იყოს, ვიდრე სხვა ადამიანის მშობელი გახდება.

მომღერალი ამბობს, რომ ყველაზე სტრესული ოჯახური ურთიერთობებისა და კარიერის დალაგებაა, რადგან ბლუს სკოლიდან გამოყვანა, რუმის და სერის აქტივობებზე წაყვანა, ქმართან საღამოს გატარება და თან კომპანიის მართვა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. 

როგორც ის ინტერვიუში ამბობს, გული არ ტკენია, როდესაც მისმა ახალმა ალბომებმა Lemonade-მა და Homecoming-მა ჯილდოები ვერ მოიგეს, რადგან ცხოვრებას უფრო სიღრმისეულად დაუწყო ყურება. 

“ნომერ პირველად” ყოფნა აღარ არის ჩემი პრიორიტეტი. ჩემი ნამდვილი გამარჯვება არის ხელოვნებისა და მემკვიდრეობის შექმნა, რომლებიც ჩემ მერეც გააგრძელებენ სიცოცხლეს” – ამბობს მომღერალი.