პატარა კოალა ცუდად მყოფ დედას გვერდიდან არ შორდება (ფოტო)

მშობლისა და შვილის კავშირი ადამიანებშიც და ცხოველებშიც ხშირად ძალიან მჭიდროა. ამის ნათელი მაგალითია ეს პატარა კოალა, რომელიც ცუდად მყოფ დედას გვერდიდან არ შორდება. 

რამდენიმე კვირის წინ დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შემდეგ ისინი სწრაფად გადაიყვანეს ავსტრალიის ზოოპარკის ველური ბუნების საავადმყოფოში. საბედნიეროდ, ექვსი თვის პატარას დაზიანება არ მიუღია, მაგრამ დედა კოალას ოპერაცია დასჭირდა ფილტვებზე.

სწორედ ოპერაციის დროს და რეაბილიტაციის პერიოდში არ შორდებოდა დედას პატარა, ერთგული და მოსიყვარულე პატარა კოალა.