პრემია იკას და არტარეას ერთობლივი პროექტის ფარგლებში იკა 2018 -ის გამარჯვებულების გამოფენა გაიმართა

პრემია იკა და არტარეა უკვე მეორე წელია აქტიურად თანამშრობლობენ. არტარეა პრემიის მთავარი პარტნიორია  კულტურული პლათფორმის მიმართულებით. 

12 დეკემბერს, არტარეას საგამოფენო სივრცე დაეთმო იკა 2018-ის  გამარჯვებულების გამოფენა / Show-case-ს, რომელმაც გააერთიანა ახალგაზრდა, ნიჭიერი, შემოქმედი არტისტების მულტიმედიური ექსპოზიცია ერეკლე გეწაძის ლაივ მუსიკის თანხლებით. 


გამოფენაზე დამთვალიერებლებლებმა იხილეს წინა წლის 4 გამარჯვებულის ნამუშევრები, ნომინაციებში: ილუსტრაცია, პოსტერი, ლიტერატურა, მუსიკა, მოუსმინეს საინტერესო სტუმრებს , შეიტყვეს 2019 წლის სიახლეები და მიიღეს მოულოდნელი საჩუქრები.

თუმცა პრემია იკას 2019 -ის მთავარი ნაწილი  ჯერ კიდევ წინ არის, 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის გამარჯვებულებს 5 ნომინაციაში: მუსიკა, პოსტერი, კედლის მხატვრობა, საერთაშორისო აღმოჩენა და Ika Impact,  შევიტყობთ 20 დეკემბერს, საბოლოო დაჯილდოების ცერემონიაზე ღვინის ქარხანა N 1 -ში.


პრემიის ოფიციალური სპონსორია ტერაბანკი