ტენე — პირველი ქართული USB კაბელი, რომელიც პოლიეთილენის ნარჩენებისგან მზადდება

მობილური აქსესუარებისა და ტექნიკის ქართულმა მაღაზიამ “ჯინვენტორი” გადაწყვიტა, მომხმარებლებს ეკომეგობრული კაბელი ტენე შესთავაზოს.

აღსანიშნავია, რომ USB კაბელი საქართველოში მოძიებული პოლიეთილენის ნარჩენებისგან მზადდება.

“თავისი შინაარსით, ის [ტენე] მსოფლიოში პირველი “მწვანე” USB კაბელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი გაყიდვებიდან მიღებული თანხები ჩვენი ბუნების პოლიეთილენის ნარჩენებისგან დასუფთავებასა და გადამუშავებას მოხმარდება, ხოლო მოგვიანებით მიღებულ მასალას ამავე კაბელის წარმოებაში გამოვიყენებთ”, – ამბობს ჯინფესტორის დამფუძნებელი ალექსანდრე ლილუაშვილი. 

მიუხედავად იმისა, რომ წარმოება ჯერ არ დაწყებულა, Fundriser აქციის პირობებში, მომხმარებელს მაინც შეუძლია ჩინეთში დამზადებული ლურჯი ფერის კაბელი შეიძინოს, რომლიდანაც შემოსული თანხებიც წარმოების დანერგვასა და ბუნების დაბინძურების კერებიდან მასალის შეგროვებას მოხმარდება.