სულ რამდენიმე ხნის წინ, კომპანია „ეფლი“ რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა და რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მიუთითა.
თუ რუსეთის ტერიტორიაზე ეფლის რუკაში ან ამინდის აპლიკაციაში ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლს ჩაწერთ, ეკრანზე დაეწერება: სიმფეროპოლი, ყირიმი, რუსეთი. შესაბამისად, ამიერიდან 2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ნახევარკუნძული „ეფლის“ აპლიკაციებში რუსეთის ფედერაციის ნაწილად არის აღნიშნული.
ამ ფაქტს მწვავე კრიტიკა და გამოხმაურება მოყვა უკრაინაში.
ახლა კი უკრაინელებმა Anti-Apple ვიდეო რგოლიც გამოქვეყნეს: