ხმელთაშუა ზღვაში ისტორიულად ყველაზე დიდი ხომალდი აღმოაჩინეს

ეს გემი ორი ათასი წლის წინ ხმელთაშუა ზღვას კვეთდა და თან მიჰქონდა დიდი ოდენობის ტვირთი: დიდი ტერაკოტის ქოთნები, რომლებსაც რომის იმპერიაში იყენებდნენ ღვინისა და ზეითუნის ზეთის გადასატანად.

kefalonia shipwreck amphorae rome

გემმა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია. 

kefalonia shipwreck amphorae rome

მას შემდეგ, რაც ხომალდმა ზღვის ძირში თითქმის ორი ათასწლეული გაატარა, ის არქეოლოგებმა ტვირთთან ერთად აღმოაჩინეს და ძვ. წ. 100 – დან 100 წლამდე დათარიღეს. როგორც მკვლევარები ამბობენ,  ეს არის უდიდესი კლასიკური ხომალდი, რომელიც ოდესმე უპოვიათ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

კვლევა ჩატარდა Oceanus network-ის მიერ University of Patras-ში, ხელოვნური ინტელექტისა და სურათის დამუშავების ტექნიკის გამოყენებით.