HBO-მ დაადასტურა, რომ სერიალ Euphoria-ს მეორე სეზონს 2020 წელს ვიხილავთ. ამის შესახებ HBO-ს მიერ გამოქვეყნებულ სატელევიზიო შოუების პრომოვიდეოდან ვიგებთ.
Euphoria თინეიჯერული დრამაა, რომელიც ისეთი აქტუალური თემების შესახებ ანვითარებს სიუჟეტს, როგორიცაა: ძალადობა, ტრანსფობია, ნარკოდამოკიდებულება, ოჯახური პრობლემები, ღალატი და სხვ.