ლენი კრავიცი თბილისში კონცერტს გამართავს

ამერიკელი მომღერალი ლენი კრავიცი 31 მაისს თბილისში კონცერტს გამართავს. მუსიკალური შოუ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

პოპულარული ამერიკელი მომღერალი ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურნეს Here To Love ფარგლებში წარდგება. ევროპის მასშტაბით გამართულ ტურში საქართველო პირველი ქვეყანა იქნება.

კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს ბანკი და SOLO-ა, ამიტომ ბილეთების შეძენისას პრიორიტეტი სერვისის მფლობელებს ენიჭებათ. ბილეთების გაყიდვა SOLO CLUB/WM-ის მომხმარებლებისთვის 18 დეკემბერს, დილის 10 საათიდან TKT.GE-ზე დაიწყება. ხოლო 20-25 დეკემბერს ბილეთებს SOLO CLUB / SOLO / SOLO FAMILY / WM-ის მომხმარებლები შეიძენენ.