2 კვირაც და ახალი წელია. 2020 წელი რამდენიმე დღეში შემოაღებს კარს. ახლა ის შესანიშნავი დროა საჩუქრების შერჩევა დაიწყოთ საყვარელი ადამიანებისთვის.
ჩვენ რამდენიმე ქართულ მაღაზიას შემოგთავაზებთ, სადაც სასურველ საჩუქარს მიაგნებთ:
ბოტანიკა 22
“ქორწილების, წვეულებების, კორპორატიული საღამოებისა და სხვა მნიშვნელოვანი დღეების გაფორმება/დაგეგმვა. სადღესასწაულო და საქორწილო თაიგულები ინდივიდუალური დიზაინით.
კომპოზიციები სეზონის, ხასიათის, განწყობის მიხედვით. სარიტუალო ფლორისტიკა.”
მოკლედ, ყველაფერს მიაგნებთ მცენარეების მაღაზიაში ბოტანიკა 22.
პარნასი
წიგნების მაღაზია ”პარნასი” ერთი პატარა, მყუდრო და სასიამოვნო მაღაზიაა, სადაც ქართულ თუ უცხოურ ლიტერატურას, საკანცელარიო ნივთებს, პოსტერებსა და საინტერესო აქსესუარებს ნახავთ.
წიგნი კი, როგორც იცით, წლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პერიოდში საუკეთესო საჩუქარია!
WHITE Studio
უნიკალურ, ხელნაკეთ კერამიკულ ნამუშევრებს თუ ეძებთ WHITE Studio ზუსტად ის ადგილია, რომელსაც უნდა ესტუმროთ.
საინტერესო ფერები და ფორმები, ორიგინალური ნამუშევრები და ნებისმიერი სეზონის შესაფერისი საჩუქრები.
THE SHOP
“ამაყად ვუჭერთ მხარს სახლის დიზაინერებს, მხატვრებსა და ხელოსნებს.” – ვკითხულობთ The Shop-ის About-ში მათ Facebook გვერდზე.
The Shop ახალი კონცეპტუალური მაღაზიაა სასტუმრო “სტამბაში”. ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობით ექსკლუზიურად The Shop-ისთვის ძალიან ბევრი საინტერესო და განსხვავებული ნივთი, თუ ტანსაცმელი იქმნება, ამიტომ ჩვენი რჩევაა ეწვიოთ ამ ადგილს.