პორტუგალიაში ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიური პრემიის კონკურსის EMYA-ს ჟიურის სხდომა გაიმართა, რომელზეც ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორის საქართველოს ხელოვნების სასახლეც დასახელდა.
EMYA-ს კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერმონიალი მომდევნო წლის 2 მაისს ,ევროპის მუზეუმების ფორუმის კონფერენციაზე, უელსის ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.
ევროპის მუზეუმების ფორუმი ევროპის კონტინენტის წამყვან სამუზეუმო ინსტიტუციას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას.